ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ირანელი ხელოვანების გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია ირანში გადაღებული ფოტოები, ასევე მხატვრების ნამუშევრები.
საქართველოში ირანის საკონსულოს წარმომადგენლების ინფორმაციით, გამოფენა საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს ირანული კულტურის გაცნობას.