ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობის აქციები

17 თებერვალი 2020, 20:22 246 ნახვა

მედია მედიის დასაცავად  - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესების გამო, მაუწყებლის გუნდს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რამდენიმე ქალაქიდან. დღეს სოლიდარობის აქცია გაიმართა ოზურგეთში, გუშინ ბათუმსა და ქუთაისში. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მაუწყებელი საზოგადოებისაა და ის დასაცავია. მთავარი მოთხოვნაა - შეწყდეს ხელისუფლების ზეწოლა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მედიაზე. აქცია გაიმართა თბილისში. "ვერ მოგვერევით", "ხელები შორს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან", "სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს"  - ამ ტრანსპარანტებით აქციაზე ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტები, აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში