დიდთოვლობაა მაღალმთიან აჭარაში

14 თებერვალი 2020, 20:54 1984 ნახვა

დიდთოვლობაა მაღალმთიან აჭარაში. დღის მეორე ნახევარში გამოიდარა, მაგრამ დილიდან თოვდა  ქედაში, შუახევსა და ხულოში. დღის მეორე დღეა შეწყვეტილია სასწავლო პროცესი სკოლებში, გაჩერდა საბავშვო ბაღების მუშაობაც.

ამის მთავარი მიზეზი შიდა სასოფლო გზებია, რომლის გადალახვასაც მოზარდები უბრალოდ ვერ მოახერხებენ. გზების დეპარტამენტსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ირწმუნებიან, რომ არსებული ტექნიკით ცდილობენ უხვ ნალექთან გამკლავებას, თუმცა ფაქტია, რომ სწრაფ რეჟიმში მაინც ვერ ხერხდება ყველა მისასვლელი გზის გაწმენდა. კვლავ შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შეფერხება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში