ბათუმის მერი პარიზში 40 დაქალთან ერთად კრუასანების საჭმელად წავიდა - ალტერნატივა

13 თებერვალი 2020, 15:03 18366 ნახვა

"კარგია ხალხის ფულით პარიზული არდადეგები", "აქაც მოგართმევდით კრუასანებს"- ბანერებით მოძრაობა "ალტერნატივას" წევრებ დღეს ბათუმის მერიასთან მივიდნენ.  მათ ლაშა კომახიძეს თეფშით კუარასანებიც მიუტანეს. ამ ფორმით აქტივისტებმა მერის და აჭარის დელეგაციის საფრანგეთში ვიზიტი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბათუმის მერი დაქალებთან ერთად პარიზში კრუასანების საჭმელად წავიდა.

"ბათუმის მერი იმყოფება პარიზში თავის 40 დაქალთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, თითქოსდა იქ განვითარებული მოვლენების გამო, რაღაც ღონისძიებაზე წავიდნენ, რეალურად კი ისინი კრუასანების საჭმელად გაემგზავრნენ. ჩვენ სიმბოლურად მას აქ მოვუტანეთ კრუასანები, შეეძლოთ არ წასულიყვნენ, აქაც მივართმევდით, მიეხედათ ქალაქისთვის, 10 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა ქალაქში და ხედავთ რომ გზები კვლავ გაუწმენდავია. მოვუტანეთ კრუასანები მერს მიჩვეული იქნება"-განაცხადა ალტერნატივას  წევრმა.

ბათუმის მერი და დეპუტატები, პარიზში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაზე იმყოფებიან.  ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, პარიზში არტ კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, 16 თებერვლამდე გაგრძელდება.  პრესტიჟულ გამოფენაზე ჩასული სტუმრები ბათუმელი მხატვრების:  აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის  ნამუშევრებს გაეცნობიან. ასევე, ნახავენ ამიკო ქავთარაძის ფოტოგრაფიას და დარეჯან ბერეკაშვილის სკულპტურებს. არტ კაპიტალზე მონაწილე ხელოვანები ჟიურიმ  გასული წლის  ოქტომბერში შეარჩია.

კულტურულ ღონისძიებაში 650 ადგილობრივი და საერთაშორისო ხელოვანი მონაწილეობს. არტ კაპიტალი წელს  საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მაღალი პატრონაჟით იმართება. ქართველ ხელოვანთა დელეგაცია ამ ღონისძიებაზე წელს პირველადაა წარმოდგენილი. სამინისტროს ცნობით, მათი მონაწილეობა უმაღლესი დონის ღონისძიებაში ქვეყნის კულტურული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი განაცხადია.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, მის სანახავად, თუ სხვა ღონისძიებაზე დასასწრებად პარიზში აჭარიდან დეპუტატები, ბათუმის მერი, მინისტრი, მისი მოადგილე, პოეტები და მხატვრები ბიუჯეტის ხარჯზე გაემგზავრნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი