მაღალმთიანი აჭარა დიდწილად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა - თოვლის საფარი მერტს აღწევს

13 თებერვალი 2020, 10:50 1962 ნახვა

ინტენსიური თოვის შემდეგ, ხულოში ნალექის სიმაღლე ერთ მეტრს უახლოვდება. მაღალმთანი ზონის სოფლებში კი, მეტრს გადააჭარბა. ძალიან გართულებულია გადაადგილება, ტრანსპორტი მოძრაობას ვერ ახერხებს.

ორდღიანმა თოვამ პრობლემები შექმნა ელექტრო მომარაგების კუთხითაც.  ხულოსა და შუახევის სოფლების უმეტეს ნაწილს შუქი არ მიეწოდებათ. ქედაში დენი არ აქვთ პირველი მაისის, მერისის, დანდალოს, დოლოგნისა და ოქტომბრის თემის სოფლების მცხოვრებლებს. ნაწილობრივ კი ზვარესა და მახუნცეთის აბონენტებს აქვთ გათუშული.

,,ენერგო-პრო-ჯორჯიას " ინფორმაციით აღდგენითი სამუშაოები დილიდან აქტიურად დაიწყო, ამ წუთებში თოვლის საფარისგან დაბის ქუჩები იწმინდება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში