აჭარის მაუწყებლიდან ნათია ზოიძის წასვლას "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ზეწოლად აფასებს

06 თებერვალი 2020, 21:52 3111 ნახვა

"არ ვიტყვი, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია," - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ყოფილი მოადგილის ეს ფრაზა, რომელიც ნათია ზოიძემ თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2 თებერვალს,  სოციალურ ქსელში დაწერა, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეფასებაში მოხვდა. 

ორგანიზაცია ნათია ზოიძის წასვლას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს და შეშფოთებულია ამის გამო. წერილში, სადაც საქარველოში მედიაში მიმდინარე მოვლენებია მიმოხილული, მედიის თავისუფლებაზე შეტევის ბოლო ფაქტად სწორედ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებია მიჩნეული.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ზეწოლის ბოლო ფაქტის გამო, რაც ძირს უთხრის ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმს და სიტყვის თავისუფლებას. ამ კვირაში ნათია ზოიძემ თანამდებობა დატოვა, როგორც რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ“ –  წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ წერილში. 

ორგანიზაციის წერილში ასევე ნათქვამია, რომ ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირების მიერ გაკეთებული განცხადებაც,  რომელიც ნათია ზოიძის წასვლის შემდეგ გავრცელდა.

ნათია ზოიძის წასვლაზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ  ნებაყოფლობით პროცესად შეაფასა. გიგა ჩხარტიშვილმა თქვა, რომ  "ნათია ზოიძეს წასვლა უნდოდა ოღონდ გადაწყვიტა წასულიყო ხმაურით" 

წერილში, რომელსაც "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აქვეყნებს საუბარია ასევე სახელმწიფოს სანქციებზე, რომელიც ტელეკომპანიებს "იმედს" და "რუსთავი 2"-ს გადაუვადდა, თუმცა ინკასო დაედო ორ ტელევიზიას, რომლებსაც კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა აქვთ. საუბარია "ტვ პირველსა" და ტვ "კავკასიაზე".

ორგანიზაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ განხორციელებულ ცვლილებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ერთ დროს ყველაზე პოპულარული და ოპოზიციური ტელეარხი ახალი ხელმძრვანელობის პირობებში „მთავრობის რუპორად“ იქცა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებაში „მთავარი არხისა“ და „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლების ნიკა გვარამიასა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავებიც მოჰყავს.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან მე-60 ადგილს იკავებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში