თურქეთში გუშინ ჩამოწოლილმა ზვავმა 38 ადამიანი იმსხვერპლა

06 თებერვალი 2020, 11:48 2010 ნახვა

თურქეთში, ვანის პროვინციაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 38 ადამიანი დაიღუპა, 53 კი დაშავდა. შემთხვევა ვანი-ბაჰჩესარაის დამაკავშირებელ მაგისტრალზე გუშინ  მოხდა. გზაზე ჩამოწოლილმა ზვავმა მიკროავტობუსი და თოვლსაწმენდი მანქანა მოიყოლა. მას შემდეგ, რაც კატასტროფის ადგილზე სამაშველო ოპერაცია დაიწყო ზვავი იმავე ადგილას მეორედ ჩამოწვა. გარდაცვლილებს შორის სამაშველო სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში