''შავი ზღვის ბიჭები'' VS ''სამტრედია’’ 47-22

05 თებერვალი 2020, 17:55 1530 ნახვა

ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 2020 წელს რიგით მესამე შეხვედრის მოგება შეძლებს. ბათუმელებმა ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრაში ''სამტრედია’’ 25 ქულიანი სხვაობით ანგარიშით 47-22 დაამარცხა.

ბათუმელთა მხრიდან კარგი მატჩი ჰქონდათ მიქავას, ტიელიძეს და აბრამიშვილს , რომელბმაც 8-8 გოლის გატანა მოახერხეს. რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისს. რიონის ''პირველებმა'' წყალტუბოს ,,პრომეთე’’ ანგარიშით 38-29 დაამარცხა.

ათი ტურის შემდეგ გათამაშებას 18 ქულით მოქმედი ჩემპიონი ბათუმის ,,შავი ზღვის ბიჭები’’ ლიდერობენ. 16 ქულით მეორე ადგილზე ქუთაისია, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილს 14-14 ქულით ,,იმედი’’ და თბილისის ,,პეგასი’’ ინაწილებენ. მეორე წრე 17-18 თებერვალს თბილისში გაგრძელდება და 11 მარტს დასრულდება. რეგულარულ პირველობაზე გუნდები სულ 21 ტურს ითამაშებენ, ამის შემდეგ კი 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. ხელბურთის გულშემატკივარს ყველა თამაშის ნახვა ხელბურთის ფედერაციის იუთუბ არხზე შეუძლია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში