თურქეთში მეორედ ჩამოწოლილმა ზვავმა 12 ადამიანი იმსხვერპლა

05 თებერვალი 2020, 17:48 1109 ნახვა

თურქეთში ვანის პროვინციაში ზვავი მეორედ ჩამოწვა და თოვლის საფარ ქვეშ სულ მცირე 50 მაშველი მოიყოლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ვანის გუბერნატორის განმარტებით მაშველები იმ ადგილას ძებნის ოპერაციას აგრძელებდნენ, სადაც დილით ზვავი ჩამოწვა. მისივე განმარტებით 25 ადამიანის გადარჩენა და საავდმყოფოში გადაყვანა მოხერხდა. გუბერნატორის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას გაგზავნილია დამატებით მაშველთა ჯგუფი. ადგილზე 15 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობს.

პირველადი მონაცემებით მეორედ განვითარებულმა მეწყრულმა პროცესმა 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

საერთო ჯამში, ვანის პროვინციაში მომხდარ სტიქიურ უბედურების შედეგად ამ დროისთვის 23 ადამიანია გარდაცვლილი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება თოვლის საფარ ქვეშ მოყოლილ კიდევ, რამდენიმე ადამიანს ამ წუთებშიც ეძებენ. რამდენიმე მაშველმა თოვლის საფარიდან გათავისუფლება საკუთარი ძალებით შეძლო.

გუბერნატორის განმარტებით შესაძლებელია ზვავი კიდევ განვითარდეს, რადგან ინტენსიურად თოვს. 

გარდაცვლილებს შორისაა, როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე მაშველები და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

ინფორმაციას სააგენტო : dailysabah-ი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი