სად იყო სოციალური მუშაკები და ადგილობრივი ხელისუფლება, არ ვიცი, რა გაკეთდა, რომ ეს უბედურება ყოფილიყო თავიდან აცილებული - ეკა ბესელია ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე

04 თებერვალი 2020, 13:12 1539 ნახვა

ვაპირებ პასუხისმგებლობის მოთხოვნას თუ სად იყო  ყველა  ის ადამიანები ვისაც ამ ოჯახის მდგომარეობაზე რეაგირება  ევალებოდა და ეს არ გააკეთა. ეს ტრაგედია, რომ ბოლო იყოს და არ გაგრძელდეს ამას უნდა რეაგირება - საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

​''ამ ტრაგედიის ფონზე სესიის დაწყება ძალიან მძიმეა. ამიტომაც მხარი დავუჭირე დღევანდელი სხდომის გადადების თაობაზე მოთხოვნას. ამ ოჯახის მდგომარეობაზე, რამოდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სატელევიზიო არხი საუბრობდა,  რაც მათ აწუხებდათ. არ ვიცი, რა მოხდა მას შემდეგ, არ ვიცი, სად იყო სოციალური სამსახური, რომლის რეფორმის დაანონსება და მიღება მოხდა პარლამენტში. იყო დიდი მოლოდინები და დაპირებები, რომ სოციალური მუშაკების მხარდაჭერა უნდა მომხდარიყო მაშინ, როცა ვნახეთ გათავისუფლებული სოციალური მუშაკები, შემცირებული რაოდენობა. ჩვენ ვერ ვნახეთ, ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად რაიმე სახის ღონისძიებები თუ გატარდა. ამ პრობლემებზე უნდა საუბრობდეს დღეს ყველა. მიუხედავად იმისა პოლიტიკურ განცხადებებს გავაკეთებთ თუ არა, ეს არის პრობლემა, რომელიც ცოტახნის წინ გახდა ძალიან მწვავე  პოლიტიკური გადაწყვეტილების  მიღების საფუძველი და მათ შორის გახსოვთ თქვენ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა უმრავლესობის შიგნით, სწორედ იმ დასკვნით, რომელიც დადო გაეროს განვითარების ფონდმა, მოშიმშილე ბავშვების კვლევაზე არის საუბარი, რომელთა რაოდენობა რამოდენიმე ათასია.  არ ვიცი რატომ ჰქონდა იმ ოჯახს სოციალური დახმარება მოხსნილი.. არ ვიცი სად იყო სოციალური სამსახურები, სოციალური მუშაკები და ადგილობრი ხელისუფლება. არ ვიცი რა გაკეთდა, რომ ეს ტრაგედია ყოფილიყო თავიდან აცილებული. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც დღემდე ვერ გაუგია, რისი კომიტეტის თავმჯდომარეა, ისეთ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, რომ ვიღაცა პასუხისგებაში მისცენ პარლამენტის მიერ მიღებული აქტის გამო, არამედ ასეთ ფაქტებზე უნდა რეაგირებდეს. ვაპირებ პასუხი მოვითხოვო, სად იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც რეაგირება ევალებოდა'', - განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში