ჩინეთში კორონავირუსისგან 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა

01 თებერვალი 2020, 13:09 17987 ნახვა

ჩინეთის ჯანდაცვის ორგანოს განცხადებით ამ დროისთვის კორონავირუსისგან სულ 243 პაციენტია გამოჯანმრთელებული და ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

საავადმყოფოებიდან პაციენტების გაწერა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც  სხეულის ტემპერატურა მინიმუმ სამი დღის განმავლობაში ნორმალურ დიაპაზონში რჩება, ხოლო ნუკლეინის მჟავების ტესტი ორჯერ უარყოფით შედეგს აჩვენებს.

ახალი მონაცემებით კორონავირუსით სულ დაღუპულია 259 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში