101 მანდატური ბათუმის ფარგლებში 15 თეთრად იმგზავრებს

30 იანვარი 2020, 12:04 1747 ნახვა

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სკოლის მანდატურები განახევრებული ტარიფით ისარგებლებენ. საკრებულოს მხარდაჭერის შემთხვევაში, ისინი ქალაქის ფარგლებში 30 თეთრის ნაცვლად, 15 თეთრად იმგზავრებენ. 

''ჩვენ გვაქვს შეღავათები მოსწავლეებზე, პედაგოგებზე, სტუდენტებზე. ახლა ცვლილება გვინდა შევიტანოთ პროექტში. დოკუმენტი საკრებულოში შემოვიტანეთ, რომ იგივე შეღავათი დაწესდეს სკოლის მანდატურებზე, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სკოლებში მუშაობენ, სულ ასეთი 101 მანდატურია. გვსურს მგზავრობის ფასი 15 თეთრით განისაზღვროს. ​დანარჩენ 15 თეთრს ბათუმის მერია დაფარავს და სუბსიდირების სახით გადაურიცხავს ავტოტრანსპორტს. მინიმალური თანხა, წელიწადში 2500 ლარი გამოდის'', - განაცხადა საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა  ემზარ ქავჟარაძემ. 

მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის ფასი 30 თეთრია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში