ბათუმში მომდევნო სამი დღე მზიანი იქნება - სანაპირო დღეს

26 იანვარი 2020, 19:58 637 ნახვა

კვირის პირველი სამუშაო დღე საქართველოში - მზიანი და შედარებით თბილი იქნება. ღამით თითქმის ყველგან მოსალოდნელია ყინვა, დღისით კი მზის ხარჯზე ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს.

აჭარაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა ღამით სანაპირო კურორტებზე +1, +3, დღისით +10, +12 გრადუსი იქნება. მთაში ღამით -3, -5, დღისით +4, +6 გრადუსია ნავარაუდები.

მზიანი ამინდი მომდევნო 3 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ფოტო: სულხან წულუკიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი