ნაციონალური მოძრაობა ფინანსთა მინისტრს 3 მილიარდიანი ინვესტიციის დასაბუთებას სთხოვს

24 იანვარი 2020, 15:01 1773 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარის მთავრობას ტყუილში ადანაშაულებენ. მირდატ ქამადაძემ დღეს რეგიონში შემოსულ  უცხოურ  ინვესტიციებთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის გუშინდელ განმარტებაზე საპასუხო ბრიფინგი გამართა.

საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები რეგიონში დაგეგმილი ყველა პროექტის განხორციელებაზე საუბრისას ცრუობენ, რადგან არ განხორციელებულა ბათუმის ნავსადგურის მიმდებარედ დაგეგმილი როიალ კარიბიანის პროექტი, რომელსაც საკრუიზო ტურიზმი უნდა განევითარებინა.  

მირდატ ქამადაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა გასულ წელს აჭარაში განხორციელებულ  ინვესტიციებზე და საქსტატის 2019 წლის სამი კვარტლის მონაცემები მოიშველია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მხოლოდ 909 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. იგი  ეკონომიკის მინისტრს მოუწოდებს  სამი მილიარდი დოლარის ინვესტიციის შესახებ გაკეთებული განცხადება დაასაბუთოს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში