ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილის გარდა, საქართველოს მთავრობამ გაფრთხილებაც მიიღო 

23 იანვარი 2020, 10:37 1140 ნახვა

ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილის გარდა, საქართველოს მთავრობამ გაფრთხილებაც მიიღო. ჯო ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი "ტვიტერზე" წერს, რომ გაფრთხილება ისეთ ნეგატიურ ტენდენციებს ეხება, როგორებიცაა სამთავრობო ტენდერების პოლიტიზირება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხები.

საქართველოს ხელისუფლებამ კონგრესმენებისგან  კრიტიკული წერილი ბოლო ორ თვეში ორჯერ მიიღო.

გუშინ წერილი საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში