დავით სარალიძის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

22 იანვარი 2020, 14:06 519 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მან  მკვლელობა აღიარა.პროკურორის განმარტებით, გიორგი ჯანაშიას სასჯელი შეუმსუბუქდება, თუმცა რამდენი წლით ჯერჯერობით უცნობია.  

დღეიდან მსჯავრდებული პირების საქმის განხილვას უზენაესი სასამართლო იწყებს. საქალაქო სასამართლომ გიორგი ჯანაშიას დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო 9 წელი, გუგა ბარბაქაძეს კი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის 10 წელი მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლომ  სასჯელი დაამძიმა და მოზარდებს თითო-თითო წელი დაუმატა. გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ორივე მხარემ გაასაჩივრა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მთავარი სიმართლის დადგენაა და ვის რამდენს მიუსჯიან არ აინტერესებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში