ელიზაბეთ რუდი - შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ხდება

20 იანვარი 2020, 14:13 504 ნახვა

რუსულ ოკუპაციაზე შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.  ელიზაბეთ რუდი  იმედოვნებს, რომ საერთაშორისო დისკუსიები პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

რუდი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადმოწეული ხაზის პრობლემის განხილვას  ჟენევის ფორმატზე ხედავს. ელჩის განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში