ბათუმში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი მამაკაცი დააკავა

20 იანვარი 2020, 10:42 2605 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში პოლიციამ ორი პირი დააკავა. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 35 და 32 წლის მამაკაცები აიყვანეს. 

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეაჩერეს. სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 110 აბი „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, „ჰეროინის“ და „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკები.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში