გადაწყვეტილებების მიმღები ივანიშვილია -არმაზ ახვლედიანი

19 იანვარი 2020, 12:30 1420 ნახვა

 „ბიძინა ივანიშვილი  გადაწყვეტილებით  ირჩევენ  ყველა კადრს   ხელისუფლებაში“ - ასე ეხმაურება  ირაკლი შოთაძის ხელახლა მთავარ ბრალმდებლად,  შესაძლო  დანიშვნას   „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელი. არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები და ფორმალური მმართველი კვლავ ივანიშვილია.

გენერალური პროკურორობის 3 კანდიდატი პარლამენტს საპროკურორო საბჭომ   უნდა წარუდგინოს, მანამდე კი განხილვები იქნება. პოსტისთვის 17 კანდიდატი  იბრძვის, შემადგენლობაში  მოქმედი და ყოფილი ადვოკატები,  სამართლის პროფესორები არიან.  კანდიდატებს შორის 14 მამაკაცი და 3 ქალია. ეჭვი არავის ეპარება, რომ გენერალური პროკურორის სავარძელს ისევ ირაკლი შოთაძე დაიკავებს.

ყოფილი მთავარი ბრალმდებელი ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მასთან შეთანხმებით წარადგინა. მის გადადგომას  კი წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში