ლავასოღლი ხელისუფლებას საარჩევნოდ სჭირდება - ოპოზიციის ბრალდება და ხელისუფლების პასუხი

17 იანვარი 2020, 12:12 1564 ნახვა

ექსტრადირების პროცესი ხელოვნურად გაჭიანურდა, რის გამოც მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი  თურქეთის ციხეს ტოვებს. ოპოზიცია ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს, ინფორმაცია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი საპატიმროს თებერვალში დატოვებს, თურქული გამოცემა „საბაჰი „ თურქეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პატიმრობის ვადა ლავასოღლის სწორედ თებერვალში ეწურება, იმის გამო, რომ მისი ექსტრადირება საქართველოში დროულად არ მოხდა, თურქეთის ხელისუფლება იძულებულია გაათავისუფლოს. ბრალდებულს ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებას ედავებიან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში