შემაშფოთებელი შეფასებები და ქვეყნის პირველი პირების დაბალი რეიტინგი - დღის თემაა NDI-ის ახალი კვლევა

16 იანვარი 2020, 20:08 1333 ნახვა

ისტორიულად დაბალი ნიშნულები, შემაშფოთებელი შეფასებები და ქვეყნის პირველი პირების დაბალი რეიტინგი - დღის თემაა NDI-ის ახალი  კვლევა. მკვლევარების შეფასებით დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, თითქმის ყველა საკითხში უარყოფითი შეფასება აჭარბებს პოზიტიურს. გამოკითხულთა 53 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში აღარ არის დემოკრატია. საგანგაშოა ტენდენცია პარლამენტის და სასამართლოს შემთხვევაში.

საარჩევნო წელს მნიშვნელოვანია კითხვა ხვალ რომ არჩევნები იყოს?  20 პროცენტი „ქართული ოცნებას“ ასახელებს, 13 კი „ნაციონალური მოძრაობას.“ ამასთან, ოპოზიციის ჯამური რეიტინგი “ოცნებისას” აღემატება. ოპოზიციაში ისტორიულ ანტირეკორდებზე საუბრობენ,  მმართველ გუნდში კი NDI-ის კვლევას ტრადიციულად არ ენდობიან და ფიქრობენ, რომ ეს შედეგები მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციაა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში