მოსახლეობის დაახლოებით 60% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის - NDI

16 იანვარი 2020, 18:12 303 ნახვა

 მოსახლეობის დაახლოებით 60% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.  ბოლო ათეული წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი უარყოფითი შეფასება აქვს სასამართლოს საქმიანობას. პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას კი გამოკითხულთა 70 პროცენტი იწუნებს. ამჯერად მკვეთრად დაეცა მართლმადიდებლური ეკლესიის პოპულარობაც. გაზრდილია ნატოსა და ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა.

27 პოლიტიკოსს შორის სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ყველაზე უარყოფითი შეფასება აქვთ.  ბაქრაძეს, კალაძესა და ნათელაშვილს კი ყველაზე პოზიტიური. რაც შეეხება საარჩევნო რეიტინგებს, ჯამში ოპოზიციის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე ქართული ოცნების. უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ  „ენდიაის“ კვლევები თითქმის ყველა შემთხვევაში რამდენიმე ათეული პროცენტით სცდება არჩევნების საბოლოო შედეგებს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ კვლევა რეალობას ასახავს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში