ბათუმელი მკლავჭიდელი, ზურა თავბერიძე წლის სპორტსმენი გახდა

15 იანვარი 2020, 22:05 998 ნახვა

არაოლიმპიურ სახეობებში 2019 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის და ფედერაციის დაჯილდოება გაიმართა.

წლის საუკეთესო სპორტსმენი მკლავჭიდში ბათუმელი ზურა თავბერიძე გახდა, რომელმაც გასულ წელს რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე  გამარჯვება იზეიმა.

ცნობისთვის ზურა 12 გზის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონიცაა. საუკეთესო ფედერაციად  საქართველოს მკალვჭიდის ფედერაცია დაასახელეს, რომელიც გასულ წელს მედლების სიმრავლით გამოირჩეოდა.

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 ცნობისთვის  წელს მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს. ჩემპიონატი  19-27  მაისს ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება.
 დაჯილდოების ცერემონია JAKO FM-ის იუბილეზე შედგა.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი