ავარიული დაშვებისას ლოს-ანჯელესში ბოინგმა საწვავი დაღვარა - დაშავებულია 60 ადამიანი

15 იანვარი 2020, 10:23 1957 ნახვა

ამერიკაში, ლოს-ანჯელესში, ავიაკომპანია "დელტას"  ბოინგი​ ავარიულად დაეშვა, რადგან აფრენიდან მალევე ძრავაზე პრობლემები დაფიქსირდა. 

თვითმფრინავის ეკიპაჟმა, ავარიული დაშვებისას ქალაქს რამდენიმე წრე დაარტყა ნავთობი საცხოვრებელ სახლებთან და სკოლებთან დაღვარა და ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

BBC ინფორმაციით, ბორტზე მსხდომი 149 მგზავრიდან არცერთი დაშავებულა, თუმცა დაშავდა 60-მდე ლოს-ანჯელესის მოქალაქე, რომელთა სიახლოვესაც თვითმფრინავის საწვავი დაიღვარა.

დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც, რომლებსაც  ნავთობის მძაფრი სუნის გამო, კანის გაღიზიანება და სასუნთქი გზების პრობლემები შეექმნათ. მედიკოსებმა მიყენებული ტრავმები მცირე დაზიანებებად შეაფასეს.

ავიაციის წესების თანახმად, ავარიული დაშვებისას, აფეთქების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია თვითმფრინავიდან საწვავის დაღვრა, თუმცა აეროპორტების მიმდებარედ, დაუსახლებელ ადგილებზე.  "ბოინგ 777" კი ეს წესი დაარღვია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში