მერკელი- პუტინის გზავნილები

12 იანვარი 2020, 12:10 877 ნახვა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ყველა მხარეს მოუწოდა, პატივი სცენ ირანის ბირთვულ ხელშეკრულებას. მისივე თქმით, ამ მიზნით, ბერლინი ყველანაირ დიპლომატიურ წყაროს იყენებს, რათა მოხდეს შეთანხმების პირობების დაცვა ყველა მხარის მიერ.

ცოტა ხნის წინ ირანმა განაცხადა, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება და ურანის გამდიდრებასა და გამდიდრებული ურანის მარაგის რაოდენობაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზრდება. მისი თქმით, თუ ასე მოხდა, მას მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული შედეგები ექნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში