მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო კომისიამ მერაბ ბლადაძის განცხადება არ დააკმაყოფილა

08 იანვარი 2020, 18:32 1460 ნახვა

“აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭომ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მერაბ ბლადაძის სააპელაციო საჩივარი განიხილა და ძალაში დატოვა  წინა ინსტანციის გადაწყვეტილება. საქმე ეხება “მთავარში“ გასულ მასალას, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრის თოქშოუსათქმელში“ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, სადაც მერაბ ბლადაძემ თქვა, ციტატა: “ რატომ უნდა იყოს აჭარის ტელევიზიის იდეოლოგი ზვიად ქორიძე, ადგილობრივები არ გვყავს?!“. მთავარის ეთერში კი გავიდა ფრაზა ციტატა :   “ადგილობრივები არ გვყავს, ჩამოსულებს რომ ვასაქმებთ?“. მერაბ ბლადაძე რედაქციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა. ისევე როგორც თვითრეგულირების საბჭომ, სააპელაციო კომისიამაც დეპუტატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მიიჩნია რომ არ დარღვეულა ქცევის კოდექსი. იმის მიუხედავად, რომ ციტატის ზუსტი კოპირება არ ყოფილა, არ დარღვეულა განცახდების შინაარსი. მერაბ ბლადაძე არ ეთანხმება სააპელაციო კომისიის დასკვნას, თუმცა გაასაჩივრებს თუ არა საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილი არ აქვს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში