თეორანში ჩამოვარდნილი"ბოინგის" მგზავრთა უმრავლესობა კანადელია

08 იანვარი 2020, 11:54 1936 ნახვა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ „ბოინგში“, რომელიც თეირანის აეროპორტთან ჩამოვარდა, 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით კი, თვითმფრინავში იმყოფებოდა 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი და ყველა მათგანი დაიღუპა.

 თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავი დღეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა,  ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა.   „უკრაინის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს. 

ირანული მედიის ცნობით, წინასწარი ვერსიით, ავიალაინერს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში