ირანმა ამერიკის ორი სამხედრო ბაზა დაბომბა - ყველაფერი კარგად არის, წერს ტრამპი 

08 იანვარი 2020, 10:42 2362 ნახვა

 

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერაყში ორი ამერიკული სამხედრო ბაზაზე ირანელებმა ბალისტიკური რაკეტები დაუშვეს. 

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ამერიკული ბაზების დაბომბვა საპასუხო ქმედება იყო დონალდ ტრამპის ბრძანებით, ბაღდადში ირანის გენერლის ლიკვიდაციაზე. 

დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ტვიტერში კი, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ყველაფერი კარგად არის. 

All is well! Missiles launched from Iran at two military bases located in Iraq. Assessment of casualties & damages taking place now. So far, so good! We have the most powerful and well equipped military anywhere in the world, by far! I will be making a statement tomorrow morning.

— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 8, 2020

სამხედრო ბაზებზე მიტანილი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განცხადებას კი აშშ-ის დროით ხვალ, დილით გააკეთებს.

„ყველაფერი კარგად არის! რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. ახლა მიმდინარეობს ზარალისა და ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება. ჯერ ყველაფერი კარგადაა! ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია მსოფლიოში! განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ“, – წერს ტრამპი.

ირანის სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალეს.

დონალდ ტრამპის ბრძანებით მოკლული გენერალი ყასემ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი „სიკვდილი ამერიკას“ სკანდირებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში