"სარფში" და "წითელ ხიდზე" არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

07 იანვარი 2020, 10:50 269 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი” და „სარფი“ სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6,820 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში