''გასულ ღამეს იმოქმედეს ომის შესაჩერებლად და არა ომის დასაწყებად'' - დონალდ ტრამპი

05 იანვარი 2020, 12:13 1294 ნახვა

აშშ -ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ   გასულ ღამეს იმოქმედეს ომის შესაჩერებლად და არა ომის დასაწყებად. დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ადრე უნდა გაენეიტრალებინა და უამრავი სიცოცხლე გადარჩებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ყასემ სოლეიმანი ხელმძღვანელობდა პროტესტის წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს ირანში, სადაც 1 000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი აწამეს და მოკლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში