გთხოვთ ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს - მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართვა

31 დეკემბერი 2019, 09:29 2017 ნახვა

მალხაზ მაჩალიკაშვილი მოსახლეობას სთხოვს, რომ პარლამენტის წინ, საიდანაც მერიამ გვიან ღამით კარვები აიღო და საბავშვო ატრაქციონების დაამონტაჟა, ბავშვები არ მიიყვანონ. ის განცხადებას ფეისბუკზე ავრცელებს.

''''ჩემი თხოვნა იქნება, თბილისი დიდია, არის საახალწლო სოფელიც… ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს, იქ მესამე ახალწელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან, თემირლანის მკვლელი ვინ არის. არა არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი, ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ. არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი. დიდი პატივისცემით მალხაზ ( ვახა) მაჩალიკაშვილი”, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

გუშინ გვიან ღამით თბილისის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ ყველა კარავი აიღეს და ტერიტორია დაასუფთავეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე საბავშვო ატრაქციონები დაამონტაჟეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში