აჭარის მაუწყებლის მეხუთე მრჩევლის კანდიდატურას კენჭს 8 იანვარს უყრიან 

30 დეკემბერი 2019, 12:15 1687 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრს, უმაღლეს საბჭოში კენჭს 8 იანვარს უყრიან. რიგგარეშე სხდომის თარიღი დღეს, 30 დეკემბერს განისაზღვრა.

''ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ''  გია ქარცივაძე სამ კანდიდატს შორის შეარჩია. მას დეპუტატები კენჭს უყრიან და მხარდაჭერის შემთხვევაში, მრჩეველთა საბჭო სრულად დაკომპლექტდება.

კანდიდატს დასამტკიცებლად 11 ხმა სჭირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში 4 წევრი უკვე არის. მეხუთე წევრის შესარჩევად კი კონკურსი განმეორებით გამოცხადდა. 

 

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში