ნაციონალურმა მოძრაობამ მრჩეველთა საბჭოს წევრობის მეხუთე კანდიდატად გია ქარცივაძე დაასახელა 

27 დეკემბერი 2019, 13:13 4337 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე კანდიდატად ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' გია ქარცივაძე დაასახელა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბრიფინგზე ისაუბრა. გია აბულაძემ თქვა, რომ სამივე კანდიდატი მაღალკვალიფიციური იყო და არჩევანის გაკეთება გაუჭირდათ. 

გია ქარცივაძე აჭარის მაუწყებელში საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსია. 

"დარწმუნებული ვართ ის შეძლებს ტელევიზიისა და თანამშრომლების ინტერესების დაცვას. თავისი პასუხისმგებლობითა და იმ ტვირთის ღირსეულად ტარებით რაც მას სამომავლო საქმიანობაში მოუწევს. გამოვთქვამთ სურვილს, ის როგორც ერთი კანდიდატი შეძლებს ტელევიზიის თავისუფლებისა და თავისუფალი სიტყვისთვის ბრძოლას" - განაცხადა ბრიფინგზე გია აბულაძემ.

კომისიამ  სამი კანდიდატი: ირმა ზოიძე, ლაშა ზარგინავა და გია ქარცივაძე შეარჩია. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში 4 წევრი უკვე არის, მეხუთე წევრი უმაღლესმა საბჭოს უნდა დაამტკიცოს. დეპუტატებს შერჩეულ კანდიდატს ნაციონალური მოძრაობა წარუდგენს. 

წინა კონკურსის დროს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა კანდიდატის დასახელებაზე უარი თქვეს, რის გამოც კონკურსი განმეორებით გამოცხადდა. 

გია ქარცივაძე წინა კონკურსშიც მონაწილეობდა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ დაუჭირეს მაშინ მხარი კანდიდატს, გია აბულაძემ ასე უპასუხა:  გია ქარცივაძე იურისტია და იგი მისი კვალიფიკაციით ვფიქრობთ უკეთ შეძლებს სიტუაციის წარმართვას, ამასთან კარგად იცნობს მაუწყებელში არსებულ სიტუაციას. რაც შეეხება წინა კონკურსის ჩაგდებას, მაშინ კონკრეტულ ადამიანებს კი არა ზოგადად პროცესს გავემიჯნეთ და არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იღებდა მონაწილეობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში