თეთრი ბუშტები, თეთრი ხალათი და მიმართვა ოსი ექიმებისადმი

15 დეკემბერი 2019, 18:40 671 ნახვა

ოკუპირებული ახალგორისკენ მიმავალ გზაზე გაკეთებული, ცოცხალი ჯაჭვით დასრულდა, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია სოფელ ოძისში. დაკავებულის ოჯახის მიერ დაგეგმილი შეკრება, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო.

აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრების გარდა, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.  ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 37-ე დღეა, ცხინვალის იზოლატორში, პატიმრობაში იმყოფება. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში