მძევლად აყვანილი ბათუმელი მეზღვაური გაათავისუფლეს

13 დეკემბერი 2019, 18:19 856 ნახვა

მძევლად აყვანილი ბათუმელი მეზღვაური გაათავისუფლეს - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს. მათივე განცხადებით, მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის საქართველოში, სავარაუდოდ ახალ წლამდე დაბრუნდება. 

 ბერძნულ ტანკერ Elka Aristotle-ს მეკობრეები აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან ოთხ ნოემბერს დაესხნენ თავს და მძევლად ეკიპაჟის 4 წევრი აიყვანეს.

ქართველი, ბერძენი და ფილიპინელი მეზღვაურები მეკობრეებმა უკვე გაათავისუფლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში