უპრეცედენტო ხმაური და დაპირისპირება იყო იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

12 დეკემბერი 2019, 18:28 495 ნახვა

უპრეცედენტო ხმაური და დაპირისპირება იყო იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც რეკომენდაცია მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწიეს.  უმცირესობა ამბობს, რომ რამდენიმე კანდიდატზე რეკომენდაციის არ გაწევით მმართველ გუნდს სურდა მოჩვენებითი დემოკრატია ეთამაშა. სხდომის დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გაიყვანა და მათ მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა არ ეძლეოდათ.

კენჭისყრას ეწინააღმდეგებოდნენ  ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები. მათი თქმით პროცესი არალეგიტიმურია. ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს უზენაესის მოსამართლეების საკითხის განხილვის უფლებას არ აძლევდა. ბესელია ამბობს, რომ არასასესიო კვირაში მოსამართლეთა კანდიდატების საკითხის განხილვა, პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი