დეპუტატი სვეტა კუდბა, პარლამენტის დარბაზიდან ჟანგბადის ბალონით გამოიყვანეს

12 დეკემბერი 2019, 14:22 819 ნახვა

მძარაფრი სუნის გამო, საქართველოს პარლამენტში, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა. მათ შორის სვეტლანა კუდბა. როგორც ენძელა მაჭავარიანი ამბობს, მას არ დაუნახავს თუ ვინ დაასხა დარბაზში სითხე  ან რა, მაგრამ "სპეციფიური სუნი იგრძნო" და ალერგიული შეტევა დაემართა. 

''ერთი ქალი გადავიყვანეთ ინგოროყვას კლინიკაში. სვეტლანა კუდბაც ცუდადაა, ფეხზე ძლივს დგას ქალი. რომ ვუყურებ  უფრო გაუარესდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. პირველ რიგში მთავარია ადამიანების ჯანმრთელობა'' - უთხრა ჟურნალისტებს სოფიო კილაძემ. 

მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ფეკალიების სუნი დარბაზში მათ გაუშვეს. ამტკიცებენ, რომ ის უსაფრთხო და მშვიდობიანი იყო, სიმბოლურად კი ასახიერებს იმას, რომ დღეს ქართული პარლამენტარიზმი ყარს. 

მძარაფრი სუნის გამო, საქართველოს პარლამენტში, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა. მათ შორის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი სვეტლანა კუდბა. როგორც ენძელა მაჭავარიანი ამბობს, მას არ დაუნახავს თუ ვინ დაასხა დარბაზში სითხე  ან რა, მაგრამ "სპეციფიური სუნი იგრძნო" და ალერგიული შეტევა დაემართა. 

 

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში