სამი წლის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის ლიდერები ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ

10 დეკემბერი 2019, 20:58 1524 ნახვა

სამი წლის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის ლიდერები ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ. ყურადღების ეპიცენტრში პარიზი იყო. შეხვედრას გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ესწრებოდნენ. ოფიციალური ცნობებით შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა პატიმრების გაცვლაა, ასევე ცეცხლის სრულად შეწყვეტის საკითხი, თუმცა მხარეებმა პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

მოუგვარებელი დარჩა უკრაინის საზღვრის კონტროლის თემა. ამასთან დაზუსტებით ცნობილია, რომ მხარეებმა არ ისაუბრეს ანექსირებულ ყირიმზე. პრეზიდენტებმა განცხადებები პრესკონფერენციაზე გააკეთეს. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინს გერმანელმა ჟურნალისტებმა ბერლინში მოკლულ საქართველოს მოქალაქეზე ჰკითხეს. მან ზელიმხან ხანგოშვილს "ბოევიკი" უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი მის ექსტრადირებასაც ითხოვდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში