ბათუმში  H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

10 დეკემბერი 2019, 15:00 1821 ნახვა

ზამთრის სეზონზე H1N1 ვირუსის პირველი შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა. ვირუსი ჰქონდა მოზარდს, რომელმაც სამედიცინო დაწესებულება მკურნალობის შემდეგ უკვე დატოვა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის სეზონზე წელს სხვადასხვა შტამის, მათ შორის A და B ტიპის ვირუსები ცირკულირებს.

რუსუდან შავიშვილის განცხადებით, წელს შარშანდელთან შედარებით შემთხვევები ნაკლებია. მათი მთავარი რეკომენდაციაა სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დროული მკურნალობა. პრევენციად ითვლება აცრის ჩატარებაც.

ცენტრის მონაცემებით, წელს გეგმიური ვაქცინაცია, რომელიც კრიტიკული ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი 10 ათასამდე მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა. მათ შორის: ორსულებს, სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პირებს, დიაბეტიკებს, დიალეზზე მყოფებს, C ჰეტატიტის მქონე პირებს, აივ ინფექცია შიდსით დაავადებულებს, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს, პენსიონერებს, ჯანდაცვის პერსონალს, ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავეებს, საბავშვო ბაღის პერსონალს, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავეები, ასევე ბავშვებს, რომლებიც მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ცხოვრობენ. 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში