მანდარინის ნარჩენები გარემოში

09 დეკემბერი 2019, 20:06 959 ნახვა

გარემოზე ზიანის მიყენებისთვის და ტერიტორიის დანაგვიანებისთვის წარსულში დაჯარიმებული წვენის მწარმოებელი ქარხანა, ადგილობრივების თქმით, ციტრუსის ნარჩენს ისევ გარემოში ყრის. გადამუშავებული მანდარინის ნარჩენი ქობულეთში, მდინარე აჭყვის მიმდებარედაა განთავსებული.

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის CENN-ის პეციალისტის კახა გუჩმანიძის შეფასებით საწარმოო და მათ შორის ციტრუსის ნარჩენის გარემოში ასეთი ფორმით დატოვება დაუშვებელია. იგი ამბობს, რომ ნარჩენების სპეციალური წესით უტილიზაცია უნდა ხდებოდეს.

ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკება სავარაუდოდ დროებითი დასაწყობების თაობაზე  კერძო მესაკუთრესთანაა შემდგარი. ქარხნის მფლობელი რევაზ გოგიტიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში