სავაჭრო ცენტრ „ჭოროხის“ 53-მა მეპაიემ აქცია გამართა

08 დეკემბერი 2019, 15:15 3209 ნახვა

სავაჭრო ცენტრ „ჭოროხის“ 53-მა მეპაიემ,   აქცია გამართა და სამშენებლო კომპანიის მიერ შემოსაზღვრული ღობის კარი ჩაკეტა. „ დარ ბილდინგი“  კობალაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში, მრავალფუნქციურ ნაგებობას აშენებს. შეკრებილების განცხადებით,7 ათასი  კვადრატული მეტრი ფართის სავაჭრო ცენტრი, 920 000 ლარით  1996 წელს ააშენეს.  სავაჭრო ცენტრი  2007 წელს აქციონერებთან შეთანხმების გარეშე წინა ხელისუფლების პირობებში დაანგრიეს.  

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიწა  2017 წელს  „დარ ბილდინგსმიყიდა ისე, რომ მეპაიეებს დახარჯული თანხები არ დაბრუნებიათ. აქციის მონაწილეების თქმით,  კომპანია „დარ ბილდინგის“ დირექტორი, აუქციონის ჩატარებამდე სადავო მიწის   შესახებ ინფორმირებული იყო,  თუმცა მათი ინტერესები არ  გაითვალისწინა. ჯერჯერობით კომპანიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

მეპაიეები აქციებს  მიწის გასხვისებამდეც მართავდნენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჩვენს სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შენობის დანგრევის შემდეგ საქმე პროკურატურაში 2012 წელს შეიტანეს, თუმცა უშედეგოდ.  ბათუმის სამმართველოში ამბობენ, რომ საქმეს 2013 წლიდან დღემდე იძიებენ, თუმცა როდის დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები ჯერ უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში