სახალხო დამცველი აჭარის მაუწყებლის თანამშრომლებს და დირექტორს შეხვდა

05 დეკემბერი 2019, 20:04 692 ნახვა

დღეს, საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს შეგვხვდა. ნინო ლომჯარიამ უშუალოდ ჩვენგან, ჟურნალისტებისგან მოისმინა ინფორმაცია, იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც მაუწყებლის თანამშრომლები, არხის დირექტორის მხრიდან ვაწყდებით, გიორგი კოხრეიძის არჩევის დღიდან.  

შემაშფოთებელი და არაჯანსაღი, ასე უწოდა შექმნილ ვითარებას სახალხო დამცველმა, მედიასთან საუბარში.   ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ, ნინო ლომჯარია მაუწყებლის დირექტორს შეხვდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში