"დაგვთვალე", "მე ჟურნალისტი ვარ და არა მსახიობი"-აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების განცხადება

04 დეკემბერი 2019, 15:28 1002 ნახვა

მორიგი განცხადება და საპროტესტო აქცია გავმართეთ დღეს საზოგადოებრივი  მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლებმა..  დღეს კიდევ ერთხელ მივმართეთ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და დისკრედიტაცია. კიდევ ერთხელ ავღნიშნეთ, რომ  მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის უფლებას არავის მივცემთ.

ახალმა დირექტორმა მთელი რედაქცია პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და „სპექტაკლების დადგმაში“ დაადანაშაულა. გვითხრა, რომ არ ენდობა ჩვენი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მათ შორის, არც ეუთოს და არც ბოლოდროინდელ რეიტინგებს. გიორგი კოხრეიძე და სხვათაშორის მაუწყებლის მრჩევლები,  აპელირებენ, რომ მხოლოდ 4 თანამშრომელს აქვს პრეტენზია დირექტორის მისამართით, რადგან დათვლის პრინციპი მნიშვნელოვანია დირექტორისთვის...

უფრო მეტი ფოტოს სანახავად, დაკლიკეთ ქვემოთ

My Page

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში