ეროვნულ ლიგაში წელს 432 გოლი გავიდა - სეზონის სტატისტიკა

02 დეკემბერი 2019, 11:26 2644 ნახვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის ,,დინამო’’ გახდა. დედაქალაქურმა გრანდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეჩვიდმეტედ შეძლო. ვიცე-ჩემპიონის ტიტული და ვერცხლის მედლები კი, ბათუმის ,,დინამოს’’ დარჩა, რომელმაც მსგავსი შედეგი ბოლოს 2014/15 წლების სეზონში დააფიქსირა.

ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის ყველა სტატისტიკური და საინტერესო ინფორმაცია. ეროვნულ ლიგაში წელს სულ 432 გოლი გავიდა. 

ევროსარბიელზე გასული გუნდები

თბილისის ,,დინამო’’ - ჩემპიონთა ლიგა

ბათუმის ,, დინამო’’ - ევროპა ლიგა

თბილისის ,,საბურთალო’’ - ევროპა ლიგა

თბილისის ,,ლოკომოტივი’’ - ევროპა ლიგა

ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი გოლი

ყველაზე მეტი, 8 გოლი ერთ შეხვედრაში - ქუთაისის ,,ტოროედოს’’ და  საჩხერის ,,ჩიხურას’’ დაპირისპირებაში გავიდა. წყალტუბოში გამართულ მატჩში რიონისპირელებმა ზემო იმერლები 5:3 დაამარცხეს.

სწრაფი გოლი

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი ლაშა კოხრეიძეა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ,,სიონის’’ კარი 47-ე წამზე დალაშქრა.

ყველაზე დიდი სხვაობით მოგება

ჩემპიონატში ყველაზე დიდი სხვაობით ქუთაისის ,,ტორპედომ’’ მოიგო. ,,ტორპედომ’’ წყალტუბოში ბოლნისის ,,სიონი’’ 7-0 დაამარცხა.

ყველაზე დიდი წაუგებელი სერია

თბილისის ,,დინამოს’ ჩემპიონატში თბილისის ,,დინამოს’’ ჰქონდა. ჩემპიონატში თბილისელებმა 12 მატჩიანი წაუგებელი სერია დააფიქსირეს.

ყველაზე დიდი მოგებების სერია

ყველაზე დიდი მოგებების სერია ასევე თბილისის ''დინამო'' დააფიქსირა. თბილისელებმა ზედიზედ 9 მატჩი მოიგეს.

ბომბარდირები

ეროვნული ჩემპიონატის მთავარი გოლეადორის სტატუსი 20 გატანილი გოლით ლევან კუტალია გახდა. მეორე ადგილი 17 გოლით ბათუმელთა ლიდერმა ფლამარიონ ჯოვინომ დაიკავა. მესამე ადგილს კი 16 გოლით ,,ლოკომოტივის’’ ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე დასჯერდა.

1.  ლევან კუტალია  ,,დინამო’’ თბ   -  20  გოლი

2. ჯოვინო ფლამარიონი ,,დინამო’’ ბთ  - 17  გოლი

3. ირაკლი სიხარულიძე  ,,ლოკომოტივი’’   - 16  გოლი

4. ბუდუ ზივზივაძე   ,,ტორპედო’’-წავიდა ‘’მეზოკოვადეში’’   - 13 გოლი

5. ნოდარ ქავთარაძე ,,დინამო თბ’’  - 12 გოლი

საგოლე გადაცემები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ყველაზე მეტ საგოლე ეპიზოდში მონაწილეობა ხუთმა ფეხბურთელმა მიიღო.

1.ალვინ ფორტესი       ,,დილა’’         - 8  საგოლე გადაცემა

2. დათო კირკიტაძე  ,,ლოკომოტივი’’ – 8 საგოლე გადაცემა

3. დავით სამურკასოვის ‘’ლოკომოტივი’’ – 8  საგოლე გადაცემა

4. მიშიკო სარდალიშვილი ,,ჩიხურა’’   - 8 საგოლე გადაცემა

5.ნიკა ნინუა    ,,დინამო ‘’ თბ  - 8 საგოლე გადაცემა

''მშრალი'' მატჩები

ეროვნული ლიგის ყველაზე მეტ მატჩში კარის მშრალად შენახვა ,,დინამო’’ ბათუმის მეკარემ მიხეილ ალავიძემ და თბილისის ,,დინამოს’’ მეკარემ ხოსე პერალესმა შეძლეს . მეკარეებმა 15 მატში არ გაუშვეს გოლი.

1. მიხეილ  ალავიძე             ,,დინამო’’ ბთ          - 15  მშრალი მატჩი

2. ხოსე პერალესი                 ,, დინამო’’ თბ         - 15 მშრალი მატჩი

3. დემეტრე ბულისკირია ‘’ლოკომოტივი’’       -  14  მშრალი მატჩი

4. დინო    ჰამზიჩი                ,,ჩიხურა ‘’               - 11  მშრალი მატჩი

5. ომარ მიგინეიშვილი       ,,საბურთალო’’         -  10  მშრალი მატჩი

რომელ გუნდს გააქვს ყველაზე მეტი გოლი

ჩემპიონატში ყველაზე მეტი 70  გოლი თბილისის ,,დინამომ’’ გაიტანა. 70 გოლიდან 20 გოლი კი ლევან კუტალიას ანგარიშზეა.

1. .დინამო’’  თბილისი   -70 გატანილი გოლი

2. ,,საბურთალო’’  -  67  გატანილი გოლი

3. ,,დინამო’’  ბათუმი - 57 გატანილი გოლი

რომელი გუნდი უშვებს ყველაზე ნაკლებ გოლს

ყველაზე ცოტა 31 გოლი ჩემპიონატში ბათუმის ,,დინამომ’’ და თბილისის ,,დინამომ’’ გაუშვა.

1 ,,დინამო’’ ბათუმი             - 31 გაშვებული გოლი

2. ,,დინამო’’ თბილისი          - 31 გაშვებული გოლი

3. თბილისის ,,საბურთალო’’  - 36  გაშვებული გოლი 

გამორჩეული ლეგიონერი

მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში გამოსარჩევია ,,დინამო’’ ბათუმის 23 წლის შეტევის ჯოვინო ფლამარიონის თამაში. ბრაზიილიელმა 30  მატჩში 17  გოლის და 2  საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

1. ჯოვინო ფლამარიონი  ,,დინამო’’ ბთ - 30 მატჩი - 17  გოლი  - 2 საგოლე გადაცემა

2. ალვინ ფორტესი ,,დილა’’ გორი  - 34 მატჩი -  8 გოლი  - 8 საგოლე გადაცემა

3. ოგნიენ როლოვიჩი  - ,,საბურთალო’’  - 34 მატჩი -  8 გოლი - 2 საგოლე გადაცემა

ფეხბურთელების გაფრთხილებები

წლევანდელი სეზონში ,,საბურთალოს’’  კენიელმა   ნახევარმცველმა  ელვინ ტერამ 22 შეხვედრაში 2 წითელი  და 7 ყვითელი ბარათით გააფრთხილეს.

1. ელვინ ტერა ,,საბურთალო’’  - 22 მატჩი - 2 წითელი - 7 ყვითელი

2. ზურაბ ჯაფიაშვილი  ,,რუსთავი’’ - 30 მატჩი - 2 წითელი - 6 ყვითელი

3. თორნიკე თარხნიშვილი  ,,სიონი’’ -  32 მატჩი - 11 ყვითელი

სტადიონზე ყველაზე მეტი მაყურებელი

2019 წლის 11 მაისს, ორი ,,დინამოს დერბს’’  ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ბათუმში 8000 გულშემატკივარი დაესწრო. ეს არამარტო წლევანდელი სეზონის არამედ ბოლო წლების რეკორდადაც შეიძლება ჩავთვალოთ.

1. ბათუმის ,,დინამო’’ - თბილისის ,,დინამო’’ ანგისის ბაზა - 8000 მაყურებელი სტადიონზე

2. ბათუმის ,,დინამო’’ - თბილისის ,,საბურთალო’’ ანგისის ბაზა -7000 მაყურებელი სტადიონზე

3. ბათუმის ,,დინამო’’ - გორის ,,დილა’’ ანგისის ბაზა - 600 მაყურებელი სტადიონზე.

ყველაზე მეტი მაყურებელი ინტერნეტში

ინტერნეტით ყველაზე მეტმა 40 541 -მა ადამიანმა ბათუმის ,,დინამოსა’’ და თბილისის ,,დინამოს’’ დაპირისპირებას უყურა .

1. ბათუმის ,,დინამო’’ - თბილისის ,,დინამო’’ – 40 541 მაყურებელი

2. ქუთაისის ,,ტორპედო ‘’ - ბათუმის ,,დინამო ‘’ – 34 537 მაყურებელი

3. ბათუმის ,,დინამო ‘’ - თბილისის ,,დინამო’’ – 31 002 მაყურებელი

 

 

 

 

 

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში