აჭარაში 341 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადაეცა

30 ნოემბერი 2019, 12:15 1464 ნახვა

აჭარის საჯაროს სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც  მე-7, მე-8 და მე-9 კლასი წარჩინებით დაამთავრეს და საგნის წლიური ნიშანი 10 ქულა ჰქონდათ კომპიუტერები გადაეცათ.

წარჩინებულმა მოსწავლეებმა კომპიუტერები საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამის “ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში მიიღეს.

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი