გამარჯობა ძვირფასო სტუმარო, შენ ღვინის სამშობლოში ჩამოხვედი - საქართველოს აეროპორტებში ტურისტებს ქართულ ღვინოს ურიგებენ 

26 ნოემბერი 2019, 13:53 350 ნახვა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს აეროპორტებში ტურისტებისათვის ღვინის დარიგება დაიწყო.

“გამარჯობა ძვირფასო სტუმარო, ეს-ეს არის რაც ღვინის სამშობლოში ჩამოხვედი და უკვე იცი რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა „გამარჯობაა.“
საქართველო კულინარიის სამოთხეა. აქ თქვენ გიმასპინძლებენ გულღია და დადებითი ემოციებით სავსე ადამიანები. „მასპინძლობა“ ჩვენი მეორე სახელია, ამის დასტურად გთხოვთ მიიღოთ პატარა საჩუქარი როგორც წინასწარი ნიშანი განუმეორებელი მოგზაურობისა! გისურვებთ სასიამოვნო დროის გატარებას! შეხვედრამდე! პატივისცემით, საქართველო!"

ეს ტექსტია დატანილი ღვინის ბოთლზე, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ ტურისტებს საჩუქრად გადასცა.

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ჩამოსული ტურისტები საჩუქრად საფერავის ღვინოს მიიღებენ.

პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია საქართველოს პოზიციონირება, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანა, გარდა ამისა ღვინის ბოთლზე დატანილი მესიჯებით აქცენტი კეთდება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა თავისი უნიკალური ტრადიციებით, კულტურით და კულინარიით.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი