აჭარის მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი განახლდა, გიორგი კოხრეიძე ისევ კანდიდატია

19 ნოემბერი 2019, 20:12 355 ნახვა

სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი აღადგინა, განაცხადი გოგა კოხრეიძემ შემოიტანა. იგი დირექტორის პოზიციაზე, საკუთარი სარჩელის საფუძველზე შეჩერებული, ახლა კი უკვე აღდგენილი კონკურსის მონაწილეა.

სამოქალაქო საზოგადოების წევრები ამბობენ, რომ ტელევიზიის თანამშრომლების ეჭვი იმის შესახებ, რომ მეოთხე კონკურსი, გოგა კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე, დაუსაბუთებლად შეჩერდა გამყარდა, რადგან სწორედ ამ მოტივით გააუქმა სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ახლა ახალი დირექტორი მრჩეველთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ უნდა აირჩიოს. „ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ხელისუფლების მიერ შერჩეული მრჩევლები აირჩევენ დირექტორს, რომელიც მისაღები იქნება ხელისუფლებისთვის“ - ამბობს, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დირექტორი, გიორგი მგელაძე. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი