''ბიძინა ივანიშვილის არ დარჩა არცერთი სტრატეგიული პარტნიორი'' - ნიკა მელია

18 ნოემბერი 2019, 14:07 1348 ნახვა

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საპროტესტო აქციაზე მივიდა.

,,ქართული ოცენება" თუ კი გაამწვავებს სიტუაციას, მათი ხელისუფლებიდან წასვლის დრო კიდევ უფრო დაჩქარდება, ივანიშვილმა საქართველოში საფუძველი დაუდო ყველანაირ პოლიტიკურ კრიზისს, რის გამოც მას აღარ ყავს არცერთი გავლენიანი პარტნიორი გვერდით, რომელიც რაიმე რჩევას მიცემს - განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ასევე განმარტა, რომ მისი აქ ყოფნა არის სრულიად ლეგიტიმური და მიუხედავად მისი სამართლებრივი მდგომარეობისა, მას ხელს არაფერი უშლის იმაში რომ, იყოს ხალხის გვერდით.

ავტორი:გიგა გელხვიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში