მოძრაობა ''შეცვალე'': ვაპირებთ ''ქართულ ოცნებას'' შევუქმნათ დისკომფორტი

17 ნოემბერი 2019, 19:27 1195 ნახვა

მოძრაობა „შეცვალეს“ სამოქალაქო აქტივისტები ''ქართული ოცნების'' ოფისთან მსვლელობით და შეძახილებით მივიდნენ - წადი! აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მსვლელობის მთავარი მიზანია- ხმა მიაწვდინონ ''ქართული ოცნების''ლიდერებს და ბიძინა ივანიშვილს. 

''ჩვენ არ ვაპირებთ დავიშლოთ! აქციებს ქვეყნის მასშტაბით გავმართავთ. არ გავჩერდებით, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება,''- აქციის მონაწილე.

ადგილზე დიდი ოდენობით პოლიციაა მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ ''ქართული ოცნების'' ოფისში  თავდაპირველად შუქი ენთო, ხოლო მსვლელობის დაწყების შემდეგ შენობა ჩაბნელდა.

ახალგაზრდებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეზოში მაინც დატოვეს წარწერები- ''შეცვალე'' ''წადი'', "სისტემა უნდა დაინგრეს".

აქციის მონაწილეები ახლა ისევ რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც დღეს რამდენიმე ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში