პატრიარქი მცხეთა-თბილისის ეპარქიალურ მუდმივმოქმედ საბჭოს ქმნის

16 ნოემბერი 2019, 12:36 940 ნახვა

მცხეთა – თბილისის ეპარქიალური საბჭო, სასულიერო პირებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან. გავრცელებული განცხადებით ტექსტში ნათქვამია, რომ „ბოლო ორი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი პრეცენდენტი შეიქმნა იმისა, როდესაც საჯარო სივრცეში სასულიერო პირები თვითნებურ მკვეთრ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში. ტექსტში საუბარია, დეკანოზ დავით ისაკაძის და მისი მხარდამჭერი სასულიერო პირების მიერ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის მიმართ კადნიერი, კრიტიკის შემცველი ვიდეომიმართვების გავრცელებაზე.

ასევე დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ინტერვიუზე, რომელშიც ადგილი ჰქონდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას პოზიციის მიმართ კრიტიკას, ბიბლიური თავისუფლების“ გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებისაგან თავის შეკავებაზე.  პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში, ეპარქიალურ საბჭო სასულიერო პირებს მოუწოდებს, რომ კომისიას უნდა მიმართონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში